როგორც ანდერს ბერინგ ბრეივიკის ადვოკატმა განაცხადა ბრეივიკი მის პირველ ჩვენებას დღეს მისცემს სასამართლოში და ისაუბრებს იმის თაობაზე თუ რატომ ჩაიდინა ტერორისტული აქტები.
მას დღეს ოფიციალურად წაუყენებენ ბრალდებას ოსლოში პრემიერ-მინსტრის ოფისის აფეთქებასა და ახალგაზრდათა ბანაკში 93 ადამიანის კვლელობაზე. როგორც ბრეივიკის ადვოკატმა თქვა მისი კლიენტი აღიარებს იმას, რომ მან განახორციელა ორივე თავდასხმა, თუმც არ აღიარებს იმას, რომ ჩაიდინა რაიმე დანაშაული.