იაპონიის მთავრობამ ფუკუშიმას ბირთვული ელექტროსადგურის 20 კილომეტრიანი რადიუსი აკრძალულ ზონად გამოაცხადა. ამ ზონაში შემსვლელები დაჯარიმდებიან.
ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნაოტო კანი ფუკუშიმას პრეფექტურას ეწვია. მთლიანობაში საშიში ზონიდან 60 კაცია ევაკუირებული. ზონაში მხოლოდ ისინი დაიშვებიან, ვინც ამჟამად მუშაობს ფუკუშიმას ელექტროსადგურზე.