კრემლისა და ვაშინგტონის აზრი ლიბიაზე განსხვავებულია

კრემლისა და ვაშინგტონის აზრი ლიბიაზე განსხვავებულია

აშშ-ს თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევსა და თავდაცვის მინისტრს ანადოლი სერდიუკოვს შეხვდა.

მოლაპარაკების მთავარი საგანი ლიბიაში შექმნილი მდგომარეობა იყო. კრემლის განცხადების თანახმად მედვედევმა შეშფოთება გამოხატა დასავლეთის მიერ ლიბიაში ძალის გადაჭარბებული გამოყენების გამო. მოგვიანებით ჟურნალისტებთან საუბრისას გეითსმა გაკვირვება გამოხატა იმის გამო, რომ რუს ოფიციალურ პირებს, როგორც სჩანს სჯერათ მოამარ კადაფის მიერ გავრცელებული მტკნარი სიცრუისა სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ. მისივე თქმით ამ რამოდენიმე დღეში ლიბიაში საჰაერო დარტყმები შემცირდება.