იემენის ოპოზიცია პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰს ალყაიდასთან თანამშრომლობაში სდებს ბრალს.
ოპოზიციის ლიდერები ამტკიცებენ, რომ სალეჰმა მისცა ალყაიდას წევრებს იმის უფლება, რომ შესულიყვნენ დაბა ჯაარში, სადაც ტყვია წამლის ქარხანაში მომხდარ აფეთქებას ორშაბათს 150 კაცის სიცოცხლე შეეწირა. მეამბოხეები ამ ქარხნის ტერიტორიაზე კვირას შეიჭრნენ და მას შემდეგ, რაც მათ დატოვეს ეს ტერიტორია ადგილობრივმა მოსახლეობამ ქარხნის ძარცვა დაიწყო. ამ დროს გაისმა აფეთქების ხმა. მოკლულთა შორის არიან ქალები და ბავშვები.