ბელარუსი და რუსეთი ატომურ ელექტროსადგურს ააგებენ

ბელარუსი და რუსეთი ატომურ ელექტროსადგურს ააგებენ

რუსეთმა და ბელარუსმა შეთანხმებას მიაღწიეს იმის თაობაზე, რომ ბელარუსში ახალ ატომურ ელექტროსადგურს ააგებენ.

რუსეთისა და ბელარუსის პრემიერ-მინისტრებმა ხელშეკრულებას მინსკში მოაწერეს ხელი. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმიერ პუტინმა განაცხადა, რომ ახალი ელექტროსადგური იაპონურ ელექტროსადგურებზე უფრო უსაფრთხო იქნება. ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება ლიტვის საზღვრის შორიახლოს, რამაც ევროკავშირის უკმაყოფილება გამოიწვია. ამ გეგმას თვით ბელორუსშიც ბევრი ოპონენტი ყავს.