კოსოვო და სერბეთი პირველ მოლაპარაკებას ატარებენ

კოსოვო და სერბეთი პირველ მოლაპარაკებას ატარებენ

სერბეთისა და კოსოვოს მთავრობის წარმომადგენლები პირველ უშუალო მოლაპარაკებას ატარებენ მას შემდეგ, რაც კოსოვომ სამი წლის წინ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ევრო-კავშირის ეგიდით ბრიუსელში ჩაატარეს მოლაპარაკება.

სერბეთისა და კოსოვოს მთავრობის წარმომადგენლები პირველ უშუალო მოლაპარაკებას ატარებენ მას შემდეგ, რაც კოსოვომ სამი წლის წინ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ევრო-კავშირის ეგიდით ბრიუსელში ჩაატარეს მოლაპარაკება. ბრიუსელის მოლაპარაკებების ყურადღების ცენტრშია ისეთი საკითხები როგორებიცაა მოგზაურობა, რეგიონალური ვაჭრობა და ურთიერთთანამშრომლობა. როგორც ევრო-კავშირის საგარეო პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელმა ქეთრინ ეშტონმა განაცხადა იგი დარწმუნებულია, რომ ბელგრადი და პრიშტინა გამონახავენ ურთიერთთანამშრომლობის გზებს. განხილვის საგანი არ იქნება კოსოვოს დამოუკიდებლობა სერბეთისგან. სერბეთი აცხადებს, რომ იგი არასოდეს სცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას.