თურქეთში უბედური შემთხვევის შედეგად 17 რუსი ტურისტი გარდაიცვალა

ავტობუსი 15 მეტრის სიმაღლიდან მდინარეში გადავარდა.

რუსეთის ოფიციალურ პირთა განცხადებით, სამხრეთ თურქეთში მოხდარი ავტობუსის საგზაო ავარიის შედეგად 17 რუსი ტურისტი გარდაიცვალა .

ავტობუსს ტურისტები ხმელთაშუა ზღვის კურორტზე-ანტალიაში მიჰყავდა. თურქული ტელევიზიის განცხადებით, ავტობუსის მძღოლს, რომელიც თურქული ეროვნების იყო, მართვის დროს ჩაეძინა და ხიდზე გადასვლისას 15 მეტრის სიმაღლიდან მდინარეში გადავარდა. ავტობუსის 25 მძიმედ დაშავებული მგზავრი სასწრაფოდ საავადმოყოფოში გადაიყვანეს.