ქალაქ ჰომსში შეტევისას 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სირიის სამთავრობო ძალების მიერ ოპოზიციაზე შეტევა დაგმო, რის შედეგადაც 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. პრეზიდენტმა ობამამ მკაცრი შინაარსის განცხადება შაბათს გამოაქვეყნა. განცხადებაში პრეზიდენტმა ობამამ საკმაოდ მკვეთრი შინაარსის სიტყვები გამოიყენა. მისი თქმით, "სირიის მთავრობამ ქალაქ ჰომსში მოსახლეობის წინააღმდეგ ენითაუწერელი შეტევა განახორციელა."