ეთიოპიაში აფრიკის კავშირის ახალი შტაბბინა გაიხსნა

ეთიოპიაში აფრიკის კავშირის ახალი შტაბბინა გაიხსნა

ეთიოპიის დედაქალაქ ადის აბებაში აფრიკის კავშირის სამიტი გაიხსნება. მანამდე კი, ეთიოპიის დედაქალაქში აფრიკის კავშირის ახალი შტაბბინა საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. შტაბბინის მშენებლობა ჩინეთმა დააფინანსა და ის 200 მილიონი დოლარი დაჯდა. აფრიკის კავშირის შტაბბინა გუშინ ჩინეთის მთავრობის წარმომადგენელმა ეთიოპიის პრემიერ-მინისტრთან ერთად გახსნა. ჩინეთი აფრიკის ქვეყნებისთვის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. აფრიკაში ჩინური ინვესტიციები 13 მილიარდ დოლარს შეადგენს.