ლიბიის ლიდერი მუამარ ყადაფი კვლავაც ცდილობს აჯანყების ჩაქრობას, რომელიც უკვე მთელს ლიბიას მოედო. სამხედროები, პოლიციელები და დიპლომატები ტოვებენ თავიანთ პოსტებს და ქვეყნის ტერიტორიის სულ უფრო დიდი რაოდენობა მეამბოხეთა კონტროლის ქვეშ გადადის. ყადაფიმ ტელევიზიით განაცხადა, რომ მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა იგი არ გაქცეულა ვენესუელაში და ისევ ტრიპოლიში იმყოფება. თვითმხილველთა თქმით აჯანყებულთა წინააღმდეგ იყენებენ აფრიკელ დაქირავებულ ჯარისკაცებს, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს აქციაში მონაწილეებს. ყადაფის მომხრეებმა დაიკავეს ტრიპოლის მწვანე მოედანი მას შემდეგ რაც შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს. როგორც ჰუმან რაითს ვოჩი აცხადებს დაღუპულია 233 კაცი. გაეროს უშიშროების საბჭო ლიბიაში შექმნილ ვითარებაზე დახურულ სხდომას ატარებს.
ლიბიის ლიდერი მუამარ ყადაფი კვლავაც ცდილობს აჯანყების ჩაქრობას, რომელიც უკვე მთელს ლიბიას მოედო.