განმარტება სტატიაზე " ფარისევლები და პატრიარქი"

"ამერიკის ხმა", არსებობის ნახევარსაუკონოვანი ისტორიის მანძილზე ყოველთვის ინფორმაციის სანდო წყაროს წარმოადგენდა და ამჟამადაც რჩება მიუკერძოებელი, ობიექტური ჟურნალისტური სტანდარტების და პროფესიული ეთიკის დამცველად.

ძვირფასო მკითხველო,

2010 წლის 18 დეკემბერს ჩვენს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა სტატია "ფარისევლები და პატრიარქი", სადაც ავტორი მიხა გეგეშიძე გამოთქვამდა საკუთარ აზრს საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიით გადაცემულ სიუჟეტთან დაკავშირებით. ასევე, დაფიქსირებული იყო ავტორის პირადი შენიშვნები საქართველოს ეკლესიის შიგნით მომხდარ და მიმდინარე სხვადასხვა მოვლენაზე.

"ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ამ სტატიაში გამოხატული მოსაზრებები არ წარმოადგენდა ჩვენი რედაქციის, "ამერიკის ხმის" ან რომელიმე სხვა ოფიციალური უწყების შეხედულებას და მოსაზრებას.