არიზონის შტატში არასრული ფორმით შევიდა ძალაში საიმიგრაციო კანონი, რომლმაც თავის დროზე დიდი ხმაური გამოიწვია. ადგილობრივი სასამართლოს დადგენილების თანახმად პრაქტიკულად არ განხორციელდება კანონის ის ნაწილი, რომლის ძალითაც პოლიციას უფლება ეძლევა ნებისმიერი პირის საიმიგრაციო სტატუსი შეამოწმოს. ამას გარდა დროებით შეჩერდა კანონის იმ პუნქტის მოქმედება, რომლის თანახმად ემიგრანტებმა მუდმივად უნდა ატარონ თან საბუთები. მეხიკოში აშშ-ს საელჩოს წინ გამართულ მასობრივ დემონსტრაციაში მონაწილენი მიესალმნენ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, თუმც არიზონის გუბერნატორმა ჯენ ბრიუვერმა განაცხადა, რომ იგი გაასაჩივრეს ამ გადაწყვეტილებას.