ავღანეთში წარმოებული 6 წლიანი ომის შესახებ ვებ გვერდ ”ვიკილიკსზე” 90 000 საიდუმლო დოკუმენტის გამოქვეყნებას შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბების უფროსმა, გენერალ მაიკ მალენმა “შემაშფოთებელი ფაქტი” უწოდა. მან დასძინა, რომ ამ ფაქტმა შესაძლოა ამერიკულ ჯარებს ავღანეთში საფრთხე შეუქმნას.
ვებ გვერდ “ვიკილიკსის” დამაარსებელი ჯულიან ასანჯი ამბობს, რომ მისი გვერდის მთავარი მიზანი ინფორმაციის გავრცელებაა:
“თუმცა ახლა მთავრი პრობლემა, რომლის წინაშეც ჩვენ მდგავართ არის ის, რომ ძალიან სწრაფად გავხდით პოპულარულები, ინფორმაციას დიდი ნაკადით ვიღებთ და ვშიშობთ, რომ გაუფილტრავი არ გაგვეპაროს.”-აცხადებს ასანჯი.
კვირას გამოქვეყნებულ დოკუმენტებში, პაკისტანის დაზვერვის სამსახური მხილებულია ავღანელ მეამბოხეთა ჯგუფთან კავშირში. მალენის თქმით, ახლანდელი სტრატეგიის მთავარი მიზანი, პაკისტანთან ურთიერთობის გაუმჯობესებაა, რათა მხარეებმა ალ-ყაიდას წინააღმდეგ საერთო ძალებით იბრძოლონ.