მსოფლიოში პრესის თავისუფლების დაცვს ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" მწვავედ აკრიტიკებს უკრაინის მთავრობას. მის უახლეს ანგარიშში ნათქვამია, რომ მას შემდეგ რაც ვიქტორ იანუკოვიჩი თებერვალში უკრაინის პრეზიდენტი გახდა მკვეთრად გაძლიერდა ზეწოლა ჟურნალისტებზე. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ უკრაინაში და იძიებდნენ საჩივრებს, რომლებიც ამ ორგანიზაციაში შემოვიდა უკრაინიდან ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებზე მთავრობის ზეწოლის გამო. ეს ორგანიზაცია მოუწოდებს იანუკოვიჩს შეაჩეროს ჟურნალისტების დაშინება და დაუშვას თავისუფალი პრესა.