ობამა და კამერონი გმობენ შოტლანდიის გადაწყვეტილებას

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დეივიდ კემრონმა მწვავედ გააკრიტიკეს შოტლანდის გადაწყვეტილება ე.წ. ლოკერბის ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორის აბდელ ბასეტ ალ მეგრაჰის გათავისუფლება. თუმც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა არ გაიზიარა აშშ-ს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ უნდა ჩატარდეს გამოძიება ბრალდებაზე თითქოს ბრიტანული ნავთობ-კომპანია BP იღწვოდა ლოკერბის ტერაქტის ორგანიზატორის გათავისუფლებისათვს. როგორ კემრონმა განაცხადა ალ მეგრაჰის გათ ვისუფლება მხოლოდ შოტლანდიამ და არა ბრიტანეთის მთავრობამ მიიღო. მისივე თქმით არ მოიპოვება იმის მთკიცებულება, რომ BP ცდილობდა ამ ტერორისტის გათავისუფლებას. ზოგი ამერიკელი სენატორი ამტკიცებს იმას, რომ BP ყველა ღონეს ხმარობდა, რათა გაეთავსუფლებინათ ალ მეგრაჰი, რათა ამით ლიბიასთან დადებული ბიზნეს-გარიგებები შეენარჩუნებინა.