როგორც გაეროს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს გაეროს ორგანიზაციის ძალთა მეთაურობა და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლები იხილავენ სამხრეთ კორეის სამხედრო ხომალდის ჩაძირვის საკითხს. ამ განცხადების თანახმად მოლაპარაკება სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის სადემარკაციო ხაზთან მდებარე სოფელ პანმუნჯომში მიმდინარეობს. ამ შეხვედრამ საფუძველი უნდა ჩაუყაროს უფრო მაღალი დონის შეხვედრას, რომელშიც ორივე მხრიდან გენერლები მიიღებენ მონაწილეობას. საერთაშორისო გამოძიებით დადგინდა, რომ 26 მარტს ჩრდილოეთ კორეის წყალქვეშა ნავიდან გატყორცნილმა ტორპედომ ჩაძირა სამხედრო კორეული სამხედრო ხომალდი, რის შედეგად 46 სამხრეთ კორეელი სამხედრო მეზღვარური დაიღუპა. ამ ბრალდებას ფხენიანი უარყოფს.