პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შეერთებული შტატების კონგრესს ამერიკა-რუსეთის ატომური ენერგიის გამოყენების ხელშეკრულება ხელახლა გადასცა
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელახლა გადასცა კონგრესს რუსეთთან ატომური ენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებული ხელშეკრულება, რომლის რატიფიკაცია 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეჩერებული იყო.
ორშაბათს ბატონი ობამას მიერ ხსენებული დოკუმენტის ხელახლა გადაცემა კონგრესისთვის რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების უკანასკნელ მცდელობას წარმოადგენს.
გასულ თვეს პრეზიდენტმა ობამამ და რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერეს სტრატეგიულ შეიარაღებათა შემცირების ხელშეკრულებას, რომელიც რუსეთისა და ამერიკის ბირთვულ არსენალებს 30 პროცენტით შეამცირებს. ხოლო ხელშეკრულება ატომური ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ რუსეთისა და შეერთებული შტატების კომპანიებს ატომური ენერგიის სფეროში ერთობლივი საწარმოების შექმნას და ტექნოლოგიური ინფორმაციის გაცვლას შეუწყობს ხელს.
უნდა აღინიშნოს, რომ შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 2008 წლის სექტემბერში, რუსეთ-საქართველოს ომიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, შეაჩერა ხსენებული ხელშეკრულების რატიფიცირება კონგრესში.