ლიბიის ოპოზიციის სამხედრო ძალების მიეთაურმა აბდელ ფატეჰ იუნისმა განაცხადა, რომ მეამბოხეთა სატანკო პოზიციებზე მიტანილი საავიაციო დარტყმა როგორც სჩანს შემთხვევით ნატოს ავიაციამ განახორციელა.
ინციდენტს ადგილი ჰქონდა დაბა ბრეგას შორიახლოს. იუნისის განცხადებით დაიღუპა 4, ხოლო დაიჭრა 14 მეამბოხე. ოპოზიციის ზოგი ლიდერი ამტკიცებს, რომ ეს დარტყმა ნამდვილად ნატომ განახორციელა და რომ ალიანსი ხშირად უშვებს შეცდომებს მის ოპერაციებში. სხვებს მიაჩნიათ, რომ ეს დარტყმა კადაფის ავიაციის მიერ იქნა განხორციელებული.ნატო ამჟამად გამოძიებას ატარებს ამ ინციდენტის ირგვლივ