ნიუ-იორკ თაიმსის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აშშ-ს ხაზინამ ბოლო ათი წლის განმავლობაში თითქმის 10,000 გამონაკლკისი დაუშვა ამერიკული კომპანიებისათვის, რათა მათ ბიზნეს-ურთიერთობა ჰქონოდათ ირანთან და სხვა სახელმწიფოებთან, რომლებიც თავის დროზე მოხვდენე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შედგენილ შავ სიაში ტერორიზმის სპონსორობის გამო. ეს გამონაკლისები შეეხო მსხვილ ამერიკულ ბანკებს და ისეთ კომპანიებს როგორებიცაა კრაფტი და პეპსი. რაც შეეხება პროდუქტებს გამონაკლისების სიაშია სიგარეტი და საღეჭი რეზინა. გამონაკლისების უმეტესობა გაკეთებული იყო ე.წ. 2000-ი კანონის საფუძველზე, რომელიც ამ გამონაკლისის გაკეთების საშუალებას იძლევა სასოფლო-სამეურნეო და სამედიცინო ჰუმნიტარული პროდუქციის სანქციებისგან გათავისუფლების სახით.