სამხრეთ კორეის არმიის გენშტაბის უფროსი გადადგა

სამხრეთ კორეის არმიის გენშტაბის უფროსი გადადგა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტტმა ლი მიუნ ბაკმა დააკმაყოფილა ქვეყნის არმიის გენშტაბის უფროსის გენერალ ჰუანგ იუ დონის თხოვნა გადადგომის შესახებ. მისი გადადგომის მიზეზი გახდა სკანდალი, რომელიც მის ბიზნეს-მახინაციებს ეხება. იუ დონი გენშტაბის უფროსის პოსტზე ამა წლის ივნისში დაინიშნა. ჩრდილოეთ კორეასთან დაძაბულობის შექმნიდან ეს უკვე მეორე მაღალჩინოსანი სამხრეთ კორეელია, რომელიც გაათავსუფლეს პოსტიდან. ნოემბერში სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გაათავისუფლეს კიმ ტაი იუნგი.