დღეს ამერიკელი ამომრჩეველი მონაწილეობას მიიღებს კონგრესის შუალედურ არჩევნებში, რომელიც ექსპერტთა აზრით, როგორც სჩანს კონგრესის ორიდან ერთ პალატაში მაინც რესპუბლიკელებს მიანიჭებს უპირატესობას. პრეზიდენტმა ობამამ საარჩევნო კამპანია ჩაატარა საკვანძო მნიშვნელობის მქონე შტატებში.ორშაბათს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად რესპუბლიკელებს დღეს უფრო დიდი უპირატესობა აქვთ ამ კამოანიაში ვიდრე დემოკრატებს ან რესპუბლიკელებს ოდესმე ჰქონდათ 1974 წლის შემდეგ. USA Today-სა და GALLUP-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხული 1500 კაციდან 55% აცხადებს, რომ არჩევნებში რესპუბლიკელებს მისცემს ხმას. ანალიტიკოსების ვარაუდით რესპუბლიკელებს საკმარისი ხმები ექნებათ, რომ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის სტატუსი მოიპოვონ. დღესდღეობით კონგრესის ორივე პალატას დემოკრატები აკონტროლებენ.