როგორც სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს დღეს გაკეთებული განცხადებიდან გამოსჭვივის სოფელ პან მუნ ჯომში ამ ორი წლის განმავლობაში პირველად სამხედრო მოლაპარაკება დაიწყო ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეულ სახელმწიფოებს შორის. ამ ინიციატივით ერთი თვის წინ გამოვიდა ფხენიანი. ჩრდილოეთს სურს მხარეებმა განიხილონ კორეული ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროს რაიონში გამავალი საზღვაო საზღვრის საკითხი.