ებრაული დასახლების შეჩერების ხელშეკრულებას ვადა გასდის

ებრაული დასახლების შეჩერების ხელშეკრულებას ვადა გასდის

პალესტინელი ლიდრები აცხადებენ, რომ თუ დასახლება გაგრძელდება,ისინი სამშვიდობო მოლაპარაკებებს ჩაშლიან.

დღეს ღამის ათ საათზე, 10 თვის წინ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ებრაული დასახლების შეჩერების ხლეშეკრულებას ვადა გაუვა. ეს ფაქტი ისრაელსა და პალესტინას შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესს საფრთხეს უქმნის.

პალესტინელი ლიდრები აცხადებენ, რომ თუ დასახლება გაგრძელდება სამშვიდობო მოლაპარაკებებს ჩაშლიან.

შაბათს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ დასავლეთ ნაპირზე ისრაელის მთავრობის მიერ წარმოებული ებრაული დასახლების გაფართოება ახლო აღმოსავლეთში არეულობასა და კონფლიქტს შეუწყობს ხელს.

მან იქვე დასძინა, რომ ისრაელმა არჩევანი უნდა გააკეთოს მშვიდობასა და ომს შორის. ოფიციალური ვაშინგტონი ისრაელს მოუწოდებს არ გააგრძელოს ებრაული დასახლების პროცესი, პალესტინის მთავრობას კი ურჩევს სამშვიდობო მოლაპარაკებას ზურგი არ შეაქციოს.

გაეროს გენერალური ასამბლეის ფონზე, ერთმანეთს შეხვდნენ აშშ-ის, ისრაელისა და პალესტინის ოფიციალური პირები. შეხვედრისას მათ სამშვიდობო პროცესის მომავალი განიხილეს.

იორდანეს დასავლეთ ნაპირზე დასახლების მსურველები ისრაელის პრემიერ მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდებენ გაგრძელდეს დასახლების პროცესი.