მღვდელი ჯონსი უკან იხევს

ტერი ჯონსმა, რომელიც ყურანის დაწვას გეგმავდა აცხადებს, რომ მუსლიმან ლიდერებთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ, აზრი შეიცვალა

ერთერთი ამერიკული ეკლესიის წინამძღვარმა ტერი ჯონსმა, რომელიც ყურანის დაწვას გეგმავდა ხვალ, განაცხადა, რომ მუსლიმან ლიდერებთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ, აზრი შეიცვალა და ორას ყურანს მისი ორგანიზატორობით აღარ დაწვავენ.

ეს კი მისივე განცხადებით, იმ შეთანხმების შემდეგ მოხდა, რომელიც მან მუსლიმან ლიდერებთან მიაღწია ნიუ იორკში. როგორც ბატონი ჯონსი ამბობს, მან მოლაპარაკება აწარმოა მუსლიმ ლიდერებთან და თერთმეტი სექტემბრის ტერაქტების ადგილას დაგეგმილი მეჩეთის მშენებლობაზე უარი ათქმევინა მათ.

თუმცა, ნიუ იორკში ისლამური კულტურული ცენტრისა და მეჩეთის დაარსების ორგანიზატორები არ ადასტურებენ ამგვარი შეანხმების არსებობას და პირიქით, ამ პროექტის ერთერთი სოპნსორი გაკვირვებას გამოთქვამს ჯონსის განცხადების გამო.

მეჩეთის აშენების ინიციატორთა პასუხის მიღების შემდეგ, ტერი ჯონსმა აღშფოთებით განაცხადა, რომ იგი იმამმა მოჰამედ მუსრიმ მოატყუა და რომ ახლა იგი ისევ ფიქრობს, პროტესტი მოაწყოს.

გუშინ ჯონსს დაურეკა ამერიკის თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა და თხოვა დანაპირებზე უარი ეთქვა.

ჯონს ესაუბრნენ გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებიც.

დღეს, პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ამერიკის მთავრობის მოვალეობა იყო ჯონსისთვის აეხსნა, რომ მისი პროტესტი საფრთხეს უქმნის ამერიკელ ჯარისკაცებს.