ისრაელის ლიდერი გზაშია

ნათანიაჰუ პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს უნდა შეხვდეს.

ბენიამინ ნათანიაჰუ ამ წუთებში გზაშია ვაშინგტონისკენ, რათა ბარაკ ობამას მოწვევით, პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს შეხვდეს.

ეს ბოლო ორი წლის შემდეგ, მხარეებს შორის პირველი პირდაპირი მოლაპარაკებებია. განხილვის თემა სავარაუდოდ, პალესტინის როგორც სახელმწიფოს მომავალი და ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის გადაჭრის გზები იქნება.

მაგრამ მთავარი საკითხი, რომელიც ხუთშაბათს წამოიწევს, შესაძლოა მოლაპარაკებების კურსის შეცვლის მიზეზი შეიძლება გახდეს. პალესტინა ისრაელს პალესტინის ტეროტორიაზე უკანონო მშენებლობების შეწყვეტას თხოვს. ეს ის მიწაა, რომელზეც პალესტინა მომავალი სახელმწიფოს შექმნას გეგმავს.