ამერიკა მალე დაასრულებს სამხედრო ოპერაციებს ერაყში

თეთრი სახლის ოფიციალური განცხადების თანახმად აშშ ერაყში ამ თვის მიწურულს დაასრულებს მის საბრძოლო მისიას. როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა რობერტ გიბსმა განაცხადა პრეზიდენტი ბარაკ ობამა კმაყოფილია ერაყში მიღწეული შედეგებით, რაც საშუალებას მისცემს ერაყის შეიარაღებული ძალების სარდლობას უშიშროების ოპერაციები გადაიბაროს ამერიკელებისაგან. გიბსმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ობამამ შეხვედრა იქონია ეროვნული უშიშროების მრჩეველთა გუნდთან და მაღალი რანგის სამხედრო პირებთან.