ამერიკის მეგობართა კლუბი ჯარისკაცთა შვილებს ხვდება

ამერიკის მეგობართა კლუბი ჯარისკაცთა შვილებს ხვდება

ორგანიზაცია ბავშვებს ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაში ეხმარება.

ამერიკის მეგობართა კლუბი ჯარისკაცთა შვილებს ხვდება

მეორე წელია ამერიკის მეგობართა კლუბი რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა შვილებთან ერთად აღნიშნავს ხსოვნის კვირეულს. თუმცა ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელების ლაშა ნიკოლაიშვილის და ილია ზუკაკიშვილის თქმით ამერიკის მეგობართა კლუბი უმამოდ დარჩენილ ბაშვებისთვის საზეიმო ღონისძიებებს არა მხოლოდ აგვისტოში მართავს. ილია ზუკაკიშვილის თქმით, თანადგომა, ბავშვების გაყვანა მთაწმინდის პარკში თუ სხვა ობიექტებზე ბავშვებს ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაში ეხმარება.

პატარები, რა თქმა უნდა, მთაწმინდის პარკში დედებმა მიიყვანეს. 7 აგვისტოს დაიღუპა 22 წლის თბილისელი გიორგი ღვინიაშვილი, მას დარჩა მეუღლე და შვილი, ახლა იგი 2 წლის და 3 თვის არის. მამა რომ დაეღუპა, იყო 3 თვის, მას მარჩენალდაკარგულის პენსია დაენიშნა. გიორგი ღვინიაშვილის ქვრივი ამბობს, რომ მისი მეუღლე პირველივე დღეს, 7 აგვისტოს ცხინვალში დაიღუპა, როცა სასწრაფო მანქანით მესამედ შევიდა ცხინვალში დაჭრილების გამოსაყვანად..

ხსოვნის კვირეულთან დაკავშირებით სააქციო საზოგადოება რიკო-ჯგუფის ხელმძღვანელი და ამერიკის მეგობართა კლუბის დამფუძნებელი ლაშა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ ნებისმიერი აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებისთვის მათ მიერ ჩატარებული ღონისძიება და გაწეული დახმარება არის უმნიშვნელო ნაწილი, რაც ამ ორგანიზაციებს შეუძლია გაუკეთეს დაღუპულ გმირებს..

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჰააგის საერთაშორისო სასამართლო 13 სექტემბერს რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის განხილვას დაიწყებს.