აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას კანდიდატი აშშ-ს დაზვერვის სამმართველოს უფროსის პოსტზე რეიმონდ კლაპერი აცხადებს, რომ იგი მის ხელისუფლებას გამოიყენებს, რათა გაუმჯობესდეს ურთიერთთანამშრომლობა ამერიკულ სადაზვერვო სამსახურებს შორის. მან ეს განცხადება გააკეთა სენატის სრული შემადგენლობის წინაშე მისი კანდიდატობის განხილვისას. მისივე თქმით მას იმის უფლებაც ექნება, რომ არ დაამტკიცოს აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვი სამმართველოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებები.