საქართველოს ეკონომიკის მორიგი შეფასება დასრულდა

დახმარების პერიოდი 2011 წლის 11 ივნისამდე გადავადდა.

შეფასების მეექვსე პროცესი 2008 წლის 15 სექტემბერს გამოყოფილი 713.8 მეათედი მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების დანახარჯების შემოწმებას გულისხმობს.

2009 წლის 6 აგვისტოს სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ თავდაპირველი თანხა 1 მილიარდ 117 მილიონამდე გაზარდა და დახმარების პერიოდი 2011 წლის 11 ივნისამდე გადაავადა.

სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭოს დირექტორის მოადგილემ, ბატონმა ნაოიუკი შინოჰარამ განაცხადა, რომ საქართველო ეკონომიკური განვითარების სწორი კურსით მიემართება.მაგრამ მიუხედავად ამისა, მაღალია ეკონომიკური რისკები, რომლებიც უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან და სავალუტო პოლიტიკასთან არის დაკავშირეული.

საქართველოს ხელისუფლება 2010 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას ერთიანი ეროვნული პროდუქტის სამი პროცენტის ოდენობით შემცირებას გეგმავს.