ნათანიაჰუ ბან კი მუნს ნიუ იორკში ხვდება

ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ხვდება.

ბან კი მუნთან შესახვედრად ის ნიუ იორკში დღეს გაემგზავრება. საუბრის მთავარი თემა სავარაუდოდო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მშვიდობა იქნება.

გუშინ ამერიკისა და ისრაელის პრეზიდნეტებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ერთობლივ ძალისხმევას პალესტინის ავტონომიასთან პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოების შესახებ.

თუმცა პალესტინის ავტონომიის მტავარი მომლაპარაკებლის განცხადებით, პირდაპირ მოლაპარაკებებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ებრაული დასახლებების მშენებლობა ართულებს:

“პირდაპირი მოლაპარაბებები პრემიერ მინისტრ ნეტანიაჰუს ხელშია. მას არჩევანის გაკეთების საშუალება აქვს, თუ ის ცასახლების პროცესს შეაჩერებს, მოლაპარაკებები შედგება.”

ამავე დროს დააფიქსირეს ისრაელ- ამერიკას ურთიერთობებს შორის არსებული ყველა ნაპრალის გამთელების მზადყოფნა.