გენერალი სტენლი მაკკრისტალის თანამდებობიდან წასვლით ამერიკის ჯარის მისია და სტრატეგია „შეუცვლელი დარჩება.“
შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბების უფროსი ადმირალი მაიკლ მალენი აცხადებს, რომ ავღანეთში ამერიკული ჯარების სარდლის შეცვლით, ომის წარმოების პოლიტიკა არ შეიცვლება.
ადმირალი მალენი ახლა ავღანეთში იმყოფება ქვეყნის სამხედრო და სამოქალაქო ლიდერებთან შეხვედრების გასამართად. ქაბულში გაფრენამდე მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გენერალი სტენლი მაკკრისტალის თანამდებობიდან წასვლით ამერიკის ჯარის მისია და სტრატეგია „შეუცვლელი დარჩება.“
ავღანეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ვაჰიდ ომარმა გენერალი მაკკრისტალის თანამდებობიდან წასვლას „სამწუხარო“ შემთხვევა უწოდა.