ახალი სკანდალური მოხსენება პაკისტანის შესახებ

ლონდონის ეკონომიკური სკოლის სახელით ცნობილი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად არსებობს უშუალო კავშირი პაკისტანის სადაზვერვო სააგენტოსა და ავღანეთის თალიბ მებრძოლებს შორის. პაკისტანი უარყოფს ამ ბრალდებას. როგორც მოხსენებაშია ნათქვამი პაკისტანის სადაზვერვო სამსახური არა ამრტო აფინანსებს, წვრთნას უტარებს და იფარავს ავღანელ თალიბებს, არამედ რეგულარულად მონაწილეობს თალიბების მეთაურობის მაღალი ეშელონების სხდომებში, რომელიც ვარაუდის თანახმად პაკისტანის ქალაქ კეტაში იმართება. ამ ანგარიშში გამოყენებულია ვინაობადაუსახელებელი 9 თალიბი ბებრძოლის ჩვენებები. იქვე ნათქვამია, რომ პაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი და სადაზვერვო უწყების ოფიციალური პირები შეხვდნენ 50-ი მაღალი რანგის თალიბ ტყვეებს, რომლებიც გასაიდუმლოებულ ადგილას ჰყავთ დაკავებულები. ვარაუდის თანახმად ისინი ტყვეებს გამოუტყდნენ, რომ მათი დაპატიმრება აშშ-ს ზეწოლამ გამოიწვია და რომ მიუხედავად ამისა მათ მაინც გაათავისუფლებენ. ამაზე რეაქციის სახით პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრა შახ მეჰმუდ ქურეშმა რეპორტიორებთან საუბარში აღნიშნა, რომ ამ მოხსენებით ფაქტობრივად აბათილებენ იმ მსხვერპლს, რომელიც პაკისტანმა გაიღო ტერორიზმთან ბრძოლაში. მისივე თქმით პაკისტანის შეიარაღებული ძალები და სადაზვერვო სამმართველო თანამშრომლობენ მათ უცხოელ კოლეგებთან, რათა დაამარცხონ ტერორიზმი და მეამბოხეები:

-„ჩემის აზრით მთელმა მსოფლიომ აღიარა მათი როლი ამ ბრძოლაში და უნდა გამოგიტყდეთ, რომ თავზარდაცემული ვარ ამ მოხსენების გამოქვეყნების გამო. „

ამ აზრს არ ეთანხმება ქაბულში თალიბების ყოფილი ოფიციალური პირი ვაჰი მუჟდა:

-„არავისთვის არ არის საიდუმლო ის, რომ პაკისტანის სადაზვერვო სამმართველო ეხმარება და მხარს უჭერს თალიბებს.“

ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის წარმომადგენელმა ვაჰიდ ომარმა განაცხადა, რომ ავღანეთის მთავრობა ყოველთვის ამტკიცებდა ერთ რამეს, კერძოდ იმას, რომ თალიბების სამალავები, საწვრთნელი ცენტრები და ფინანსური წყაროები არასოდეს ყოფილა ავღანეთის ტერიტორიაზე:

-„ყველაფერი ეს ჩვენს საზღვრებს მიღმა არსებობს. სანამ ეს კონკრეტული საკითხი ერთხელ და სამუდამოდ არ გაირჩევა ომი ტერორიზმის წინააღმდეგ ავღანეთში ვერ გამოიღებს ჩვენთვის სასურველ ნაყოფს.

პოლიტიკური საკითხების კვლევის ავღანური ცენტრის დირექტორს მიაჩნია, რომ თუ ამ ანგარიშში მოყვანილი ფაქტები მართლაც შეესაბამება სინამდვილეს ამან შეიძლება გამანადგურებელი დარტყმა მიაყენოს ამერიკა-პაკისტანის ურთიერთობას. მისივე თქმით პაკისტანელები უშუალოდ იყვნენ ჩართულები ავღანეთში სამხედრო მოსამსახრეების მკვლელობაში. როგორც მან თქვა ამერიკელებმა ყველაფერი იციან ამის შესახემ, მაგრამ დუმილს ამჯობინებენ. როგორც ავღანელი პოლიტიკური მიმომხილველი აკმალ დავი ამტკიცებს, იმით რომ თალიბებს აძლევს ავღანეთში თავდასხმების თავისუფლად განხორციელების საშუალებას პაკისტანი, როგორც სჩანს ცდილობს გაანეიტრალოს მისი ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც ინდოეთიდან მოდის. ისმის კითხვა საბოლოო ანგარიშში რა მოხდება ავღანეთში? ვინ ჩაიგდებს ხელში ქაბულს ? ამ კითხვებზე ჯერ-ჯერობით პასუხი არ გააჩნია ისლამაბადს, თუმც იგი ჩრდილოეთის ალიანსის ძალებს აღიქვავს, როგორც მტრულ ძალას, რომელსაც საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა აქვს ირანთან და ინდოეთთან. სწორედ ამგვარი მოვლენების მოულოდნელი განვითარების შემთხვევისათვის სურს მზად იყოს პაკისტანს.- ამტკიცებს აკმალ დავი. 2001 წელს ამერიკის მეთაურობით კოალიციურმა ძალებმა ე.წ. ჩრდილოეთის ალიანსის დახმარბით თალიბები დაამარცხეს ავღანეთში. მას შემდეგ ავღანეთის პოლიტიკურ ასპარეზზე ამ ალიანსს დომინანტური პოზიცია უკავია. პოლიტიკურ მიმომხილველებს მიაჩნიათ, რომ ეს ალიანსი დღესაც კრიტიკულად უყურებს პაკისტანს, რადგანაც წარსულში იგი თალიბებს უჭერდა მხარს. ინდოეთი ერთ-ერთი მთავარი დონორია ავღანეთისათვის, მაგრამ მისი ურთიერთობა პაკისტანთა კვლავაც დაძაბულია ქაშმირის პრობლემის გამო.