აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ახალი მოადგილე ჰყავს

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ახალი მოადგილე ჰყავს

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ა.შ.შ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ ბატონი ერიკ რუბინი დაინიშნა. ამ საკითხზე დღეს პოლიტოლოგები ბატონი ნიკა ჩიტაძე და ბატონი ედიშერ გვენეტაძე საუბრობენ.

ნ.ჩ: - ა.შ.შ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სამხრეთ-კავკასიის საკითხებში ერიკ რუბინის დანიშვნა ეს გახლდათ მნიშვნელოვანი მოვლენა ვინაიდან და რადგანაც ერიკ რუბინი გახლავთ მეტად გამოცდილი დიპლომატი და ეს ერთხელ კიდევ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ამერიკას სჭირდება გამოცდილი დიპლომატები სამხრეთ-კავკასიის საკითხებში ვინაიდან და რადგანაც ა.შ.შ-ის გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური, გეოსტრატეგიული ინტერესები სამხრეთ-კავკასიის რეგიონში რჩება უცვლელი. ამერიკა კვლავ მხარს დაუჭერს სამხრეთ კავკასიის რეგიონის, სტაბილურობას, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას და თანამშრომლობის განვითარებას სამხრეთ-კავკასიის რეგიონის სახელმწიფოებთან. რა თქმა უნდა განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ურთიერთობას საქართველოსთან, თუნდაც ქართლის საფუძლო-სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ და სწორედ პირველი ოფიციალური შეხვედრა, რომელშიც რუბენმა მიიღო მონაწილეობა ეს გახლავთ, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, სადაც განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ამერიკასა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობა ასევე ქართველი სამხედრო მოსამსახურეების როლი ავღანეთში, საქართველოს ტერიტორიის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენება და ა.შ. ბუნებრივია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში ეს გახლავთ თანამშრომლობის გამტკიცება თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში, აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა თვითონ რუბინს შეუძლია მეტად მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს იმაში, რომ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის განმტკიცდეს და აქედან გამომდინარე ვთქვათ უფრო ინტენსიური გახდეს და უფრო მნიშვნელოვანი ა.შ.შ-ის როლი სამხრეთ კავკასიის რეგიონში. „

ე.გ. – „ კავაკსიის საკითხებში ა.შ.შ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ახალ მოადგილედ დაინიშნა ბატონი ერიკ რუბინი, რომელიც ბოლო დრომდე მოსკოვში ა.შ.შ-ს ელჩის მოადგილე იყო. ევროპისა და აზიის საკითხებში ა.შ.შ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ დაინიშნა. მის მოვალეობაში შედის კავკასიის ქვეყნებთან ასევე საბერძნეთთან თურქეთთან და კვიპროსთან ურთიერთობების კურირება. ეხლა აღსანიშნავია ეს საკითხი იქიდან გამომდინარე, რომ ვინც ჩვენთან საქართველოში, კავკასიში იყო თინა ქეიდენაუ იგი გადაიყვანეს, დააწინაურეს და გახდა თანაშემწის პირველი მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში. მე ვფიქრობ აქედან გამომდიანრე რომ ის პოლიტიკა არავითან შემთხვევაში არ შეიცვლება, რომელიც ა.შ.შ-ს აქვს კავკასიისა და საერთოდ საქართველოს მიმართ, როგორც უკვე განაცხადა საქართველოს საგარეო სამინისტრომ იქმნება საქართველოსათვის მისი რომლი ავღანეთის ოპერაციაში და ამავე დროს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი. უმნიშვნელოვანესი ისიც არის, რომ კიდევ უფრო მეტად გაგრძელდება საქარათველოსა და ამერიკის თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, რომელიც ჩვენი ქვეყნისათვის არსებული რეალობიდან გამომდინარე სასიცოცხლოდ აუცილებელია და იქნება მთელი რიგი საკითხები, დამუშავების პროცესში და კიდევ უფრო მეტად წინ წამოწეული როგორიც არის რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობა და საქართველოში მომავალში ნატოში გაწევრინაების საკითხები. „