შესაძლოა, ამ შეხვედრამ მაისის ბოლოს ჩიკაგოში დაგეგმილ ნატოს სამიტამდე, აშშ-სა და პაკისტანს შორის დაძაბულობაზე დადებითი ზეგავლენა მოახდინოს.
შაბათს ნატოში შეერთებული შტატების ჯარების სარდალი გენერალი ჯონ ალენი ქალაქ რავალპინდში პაკისტანის არმიის სარდალს აშფაზ ფარვეზ კაიანის, უსაფრთხოების საკითხების განსახილველად შეხვდა.
პაკისტანის სამხედრო ძალების ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საზღვრის ახლოს მდებარე სოფლების უსაფრთხოება და მოსალოდნელი ინციდენტების თავიდან აცილება იყო.
პაკისტანმა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოს ჩაუკეტა გზა, რომელიც პაკისტანის გავლით, ავღანეთში სამხედრო ძალების მომარაგების მარშრუტი იყო.
ამის მიზეზი კი შარშან, ნოემბერში საზღვარზე მომხდარი საჰაერო თავდახმა გახდა, რომლის დროსაც 24 პაკისტანელი მესაზღვრე დაიღუპა.
შესაძლოა, ამ შეხვედრამ მაისის ბოლოს ჩიკაგოში დაგეგმილ ნატოს სამიტამდე, აშშ-სა და პაკისტანს შორის დაძაბულობაზე დადებითი ზეგავლენა მოახდინოს.