სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ბურჰანუდინ რაბანი თალიბებთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა.
ავღანეთში დაღუპული სახელმწიფო მოღვაწის, ბურჰანუდინ რაბანის, ვაჟიშვილი მამის ყოფილ თანამდებობაზე დაინიშნა. სალაჰუდინ რაბანი ქვეყნის მშვიდობის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გახდა და ამიერიდან ავღანეთის კონფლიქტის მშვიდობიანი პოლიტიკური დარეგულირების გზებზე იმუშავებს.
პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის თქმით, სალაჰუდინ რაბანი ავღანეთის ახალი მშვიდობის დესპანია. ის დღემდე თურქეთში ავღანეთის ელჩის მოვალეობას ასრულებდა. მისი მამა, ბურჰანუდინ რაბანი 1992-2001 წლებში ავღანეთის პრეზიდენტი იყო. სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ის თალიბებთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა. გასული წლის სექტემბერში ბურჰანუდინ რაბანი ტერორისტებმა სიცოცხლეს გამოასალმეს.