მაიკლ მაკფოლი რუსეთის მედიამ გააკვირვა

მაკფოლის შეკითხვა რიტორიკულ ხასიათს ატარებს და არ არის მიმართული რუსეთის მთავრობის და მედიის მიმართ.

რუსეთში ამერიკის ელჩის მაიკლ მაკფოლის განცხადებით, მისი ელფოსტა და მობილური ტელეფონი სისტემატურად კონტროლდება. ამის მიზეზად მაკფოლმა მის ადგილსამყოფელსა და გადაადგილებაზე ჟურნალისტების მუდმივი დევნა დაასახელა.

სოციალურ ქსელ “თვითერში” მაკფოლმა რუს ჟურნალისტებს შეკითხვით მიმართა, აქვთ თუ არა მათ უფლება ელჩის გზავნილები იკითხონ და მობილური ტელეფონი მოისმინონ.

ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტმანეტის პრესცენტრის მოადგილემ მარკ ტონერმა მაკფოლის ამ შეკითხვაზე შემდეგი განმარტება გააკეთა. მისი აზრით, მაკფოლის ეს შეკითხვა რიტორიკულ ხასიათს ატარებს და არანირად არ არის მიმართული რუსეთის მთავრობის და მედიის მიმართ. ელჩს უბრალოდ აინტერესებს, სიადან აქვს რუსულ მედიას ზუსტი ინფორმაცია მისი ყოველდღიური გეგმის შესახებ.

მაიკლ მაკფოლი რუსეთში დემოკრატიის აქტიური მხარდამჭერია, იგი ორი თვის წინ ჩავიდა რუსეთში და ანტიამერიკული განწყობის ობიექტად იქცა.