ინდოეთსა და ჩინეთს შორის შეხვედრა არ შედგა

ინდოეთსა და ჩინეთს შორის შეხვედრა არ შედგა

დალაი ლამა დელიში, ოთხშაბათს, მსოფლიო ბუდისტთა კავშირში სიტყვით გამოვა

ინდოეთის მთავრობის განცხადებით, შეხვედრა ინდოეთისა და ჩინეთის დიპლომატიურ კორპუსს შორის მას შემდეგ გადაიდო, რაც პეკინმა უკმაყოფილება გამოთქვა დელიში დალაი ლამას სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით.

ოფიციალური განცხადებით, ინდოეთმა არ დააკმაყოფილა ჩინეთის მოთხოვნა დალაი ლამას სიტყვით გამოსვლის გაუქმების შესახებ.

ორშაბათს, ორი ქვეყნის დიპლომატებს საზღვრის საკითხზე მოლაპარაკებები უნდა დაეწყოთ.

დალაი ლამა დელიში, ოთხშაბათს, მსოფლიო ბუდისტთა კავშირში სიტყვით გამოვა.