ისრაელის საჰაერო რეიდებმა ისლამურ ჯიჰადზე, ღაზაში, 9 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ეგვიპტის შუამავლობით დაწყებული მცედლობა მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, უშედგოდ დასრულდა. ისრაელის სამხრეთით აჯანყებულებმა 10 რაკეტა ააფეთქეს; პარალელურად ისრაელის მხარემ მეამბოხეებზე ღაზას სექტორში საჰაერო იერიში მიიტანა.
პალესტინელების განცხადებით, ისინი მზად არიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები შეასრულონ, თუ ისრაელი აღნიშნულ პირობებს დათანხმდება.
ისრაელის საჰაერო რეიდებმა ისლამურ ჯიჰადზე, ღაზაში, 9 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სანაცვლოდ, აჯანყებულთა ჯგუფმა, დღეს, ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე, დაახლოებით 20 სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.