ორი წლის წინ დაწყებულ გლობალურ ეკონომიკურ კრიზისზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი მმართველი დირექტორი - ქრისტინ ლაგარდი აცხადებს, რომ პრობლემების აღმოფხვრა მსოფლიო ეკონომიკაში უკვე აქტიურ ფაზაში შედის.
მან თავის პირველ სამუშაო დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიმდინარე პროცესი არათანაბარი იქნება, რაც განვითარებად ქვეყნებში ფინანსურ კრიზისის უფრო სწრაფად მოახდენს.
“ამჟამად ჩვენს ხელთ არსებული ცვლილებები ფონდის მმართველობისა და აღმასრულებელი სისტემის ერთ მთლიანობაში უნდა აისახოს. ეს მიმართულება არ შეიცვლება და გაგრძელდება,” - განაცხადა ქრისტინ ლაგარდმა.
საფრანგეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრის მმართველ დირექტორად დანიშვნა, ითვალისწინებს, როგორც მკაცრი ღონისძიებების გატარებას ევროს გამყარებისათვის ასევე - ფონდის 187-ივე წევრი ქვეყნის დარწმუნებას მის მრავალფეროვნებასა და ერთიანობაში.
“აქ ლაპარაკია არა მარტო სქესის, ფერის, რელიგიური მიმდინარეობისა და სექსუალური ორიენტაციის შესახებ, არამედ ასევე ვგულისხმობ აკადემიურ განათლებას. ამიტომაც, მიმაჩნია რომ ჩვენ კარგად ორიენტირებულები უნდა ვიყოთ იმ რესურსებისა და განვითარებულ ინტელექტზე, რომელიც მსოფლიოს ყველა კუთხეშია. ესაა სწორედ ის, რაც გაგვამდიდრებს და უკეთესს გაგხვდის,”- თქვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალმა თვამჯდომარემ ქრისტინ ლაგარდმა.
მიუხედავად იმისა რომ, სულ ახლახანს მომხდარმა ფონდის ყოფილი მმართველი დირექტორის - სტრაუს-კანის სექსუალური ძალადობის სკანდალმა, ერთგვარად შეარყია ფონდის ნდობის ფაქტორი, ქრისტინ ლაგარდი ირწმუნება, რომ სასამართლო განცხადებებს არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიღწევებზე. იგი ასევე პირობას დებს, რომ ყველა ის რეფორმა, რომელიც წინამორბედის დროს დაიწყო, კვლავ გაგრძელდება.
ქრისტინ ლაგარდმა, რომელიც ფონდისათვის პირველი მმართველი დირექტორი ქალია, ერთგვარი გულისამაჩუყებელი განცხადებაც გააკეთა ვაშინგტონში სტუდენტებთან შეხვედრის დროს:
“მინდა ყველა იმ ახალგაზრად გოგონას მიმვმართო, რომლებიც ჯერ კიდევ განათლებას ეუფლებიან - საჭიროა, თითოეულმა თქვენგანმა გაითვალისწინოს რომ ყველაფერი შესაძლებილია ცხოვრებაშო,” თქვა ქრისტინ ლაგარდმა.