„ბრიქი“-დან „ბრიქს“-მდე ანუ გამოწვევა დასავლეთისთვის

ბრაზილია, ინდოეთი, რუსეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა - თანამედროვე წესრიგის ალტერნატივა

ბოლო ათი წელია, რაც ბრაზილია, ინდოეთი, რუსეთი და ჩინეთი გლობალური ეკონომიკის წამყვან ქვეყნებად იქცნენ. ამ ჯგუფს ეკონომისტები სახელად „ბრიქ“-ს უწოდებდნენ, მათი ინგლისურ სახელწოდებების პირველი ინიციალების მიხედვით. როგორც ანალიტიკოსების აცხადებენ, „ბრიქის“ ეკონომიკური ზრდა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და შესაძლოა ამ ბლოკში სხვა აღმავალი ეკონომიკის ქვეყნებიც მოხვდენ. 28 მარტს „ბრიქის“ ლიდერები ინდოეთში შეიკრიბებიან. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდეტი ჯიმ რენდლი არკვევდა.

ბრაზილიამ და კიდევ სამმა მსხვილმა განვითარებადმა სახელმწიფომ „გოლდმან საქსის“ ეკონომისტების ყურადღება ათიოდე წლის წინ მიიპყრო. ამ ე.წ. ბრიქის ქვეყნებს უკვე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაც შეუერთდათ და ამდენად „ბრიქი“ „ბრიქს“-ად გარდაიქმნა. „გოლდმან საქსის“ ეკონომისტი ჯიმ ონეილი აცხადებს, რომ „ბრიქსის“ ზრდა იმაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე მოსალოდნელი იყო და ბევრ სფეროში მათ ევროპას და შეერთებულ შტატებსაც გაუსწრებს.

„ეს ქვეყნები მსოფლიო ეკონომიკაში გვერდითი და მოთამაშეები იყვნენ. ადრე ისინი ჩინეთის გარდა არ იყვნენ ასე მნიშვნელოვანი ქვეყნები. თუმცა დღეს ისინი მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 25 პროცენტს ქმნიან. ეს 10 პროცენტით მეტია ვიდრე 11 წლის წინ იყო,“ - ამბობს ჯიმ ონეილი.

კომპანიების „პიცა ჰატის“ და “კენტუკი ფრაიდ ჩიქენის“ მფლობელი დევიდ ნოვაკი ამ მოსაზრებას ეთანხმება. ის 117 ქვეყანაში 37 ათასი რესტორნის მფლობელია.

„შეხედეთ ჩიენთს. 300 მილიონი ადამიანი მომხმარებელთა ფენაა. ექსპერტების უმრავლესობა ამბობს,რომ რვა წელიწადში ეს რაოდენობა 600 მილიონს მიაღწევს და მოსახლეობის მატების მიხედვით ეს უზარმაზარი ნახტომია,“ - ამბობს ნოვაკი. მისი კომპანია ამჟამად საკმაოდ მაღალ ფსონებს აკეთებს ინდოეთზე და რუსეთზე და ასევე ფიქრობს ბრაზილიაში, ვიეტნამში და აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში ფეხის მოკიდებას.

ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ კირტონი ამბობს, რომ „ბრიქსი“- ს ქვეყნები ეკონომიკური წინსვლით, პოლიტიკური გავლენების გაფართოებას ცდილობენ.

„ეს მართლაც რეალური გამოწვევაა როგორც დასავლეთისთვის, ისე იაპონიისთვის. ვფიქრობ დელის ნაბიჯები მათთვის უსაფუძვლო საფრთხე სულაც არაა,“ - ამბობს კირტონი.

მისი თქმით ბრიქსის ქვეყნებს აღარ სურთ ამერიკელთა და ევროპელთა ლიდერობა და მსოფლიო ბანკის და საერთაშორის სავალუტო ფონდის კარნახით ცხოვრება. სკეპტიკოსების განცხადებით, ბრიქსის ქვეყნებმა შესაძლოა წარმოების გამოცდილება და ექსპორტი გაერთიანონ, თუმც მათ შორის საკმაოდ დიდია კულტურული, ენობრივი და პოლიტიკური სხვაობა. ეს კი ხელს შეუშლის მათ მიერ მძლავრი საერთაშორისო ინსტიტუტების ჩამოყალიბებას.