ბოლო დროს მსოფლიოს ქვეყნებმა სომალელი მეკობრეების წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლა გააძლიერეს. ეს განპირობებულია იმით, რომ სომალის მეკობრეთა გახშირებულმა თავდასმხებმა და ადამიანის გატაცების შემთხვევებმა, საერთაშორისო სანაოსნო კომპანიებსა და საზღვაო სავაჭრო ურთიერთობებს უდიდესი საფრთხე შეუქმნეს.
საზღვაო სანაოსნო ექსპერტი ჯონ ტვისი მეკობრეთა თავდასხმის ფაქტის მომსწრე თავად გახდა. იგი ერთერთ გემზე დაცვის სამსახურის ბრიგადას ხელმძღვანელობდა, როცა შუა ზღვაში მათ გემს მეკობრეთა ნავი მიუახლოვდა:
„გემის მოწყობილობამ თავიდანვე გვამცნო,რომ რაღაც ობიექტი პირდაპირ ჩვენი მიმართულებით მოემართებოდა და როგორც კი ნავი მოგვიახლოვდა, იქიდან ცეცხლი გაგვიხსნეს.“
ჯო ტვისმა გემის ეკიპაჟი სასწრაფოდ სპეციალურად მოწყობილ უსაფრთხო კაიუტაში გადაიყვანა. სეიფის პრინციპით დაცულ და საგანგაშო სიუტუაციებისთვის განსაზღვრულ ოთახს გემზე '"ციტადელის" სახელით იცნობენ:
როცა თავდმასხმელებმა ჩვენამდე შემოღწევა ვერ შეძლეს და გემის გატაცებაც პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა, მათ ხომალდი სასწარაფოდ დატოვეს და საკუთარი ნავით იქაურობას გაეცალნენ."
დღესდღეობით ბევრმა სანაოსნო კომპანიამ სომალელ მეკობრეებისგან თავდაცვის მიზნით, გემზე მსგავსი სპეციალური დამცავი ოთახი დაამონტაჟა. პარალელურად ნატოს სამხედრო კოალიციამ და ევროკავშირმა ინდოეთის ოკეანეში გაერთიანებული ძალებით სპეციალური მისიები დაგზავნეს. რუსეთმა, ინდოეთმა და ჩინეთმა ამ რეგიონში სამხედრო გემების ესკადრილიები განალაგეს.
გერმანელი კონტრ-ადმირალი ტომას ერნსტი ევროკავშირის მეკობრეების წინააღდმეგ მოქმედი მისიის ხელმძღვანელია:
„სტატისტიკამ აჩვენა,რომ მეკობრეების გააქტიურება მათ მიერ წარმატებით განხორციელებულმა თავდასხმებმა და გამოსასყიდი თანხების აღებამ განაპირობა.“
გასულ წელს დაპატიმრებული მეკობრეების კუთვნილი გემიდან, საზღვაო ძალების წარმომადგნელებმა უამრავი საბრძოლო იარაღი ამოიღეს.
დღემდე გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში მეკობრეობაში 10 ეჭვმიტანილი პირი სასამართლო პროცესს მოელის. ამასობაში კი, მეკობრეების თავდასხმები სომალიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით ტანზანიასა და ინდოეთში კვლავ ფიქსირდება.
აღსანიშნავია, რომ სამართალმდამცავები დაპატიმრებულ მეკობრეებს უმეტეს შემთხვევაში განაიარაღებენ, შემდეგ კი ათავისუფლებენ. ასე, რომ მათ არაფრად უღირთ, კვლავ შეიარაღდნენ და ჩვეული საქმიანობა გააგრძელონ.
ადმირალი ერნსტი აღნიშნავს:
„მეკობრეები თითო შეპყრობილ მეზღვაურში ათი ათასი დოლარის ოდენობის გამოსასყიდს ითხოვენ. უმეტეს შემთხვევაში ამ თანხას გატაცებულების ოჯახის წევრები ან კომპანიის მესვეურები იხდიან. ამის გამოც, სომალელი მეკობრეების დაკავება ძალზე რთული პრობლემა ხდება."
ადმირალი ერნსტის განცხადებით, სომალელი მეკობრეების თარეში მხოლოდ მაშინ შეწყდება, როცა სომალის მთავრობა მათი ქსელის საქმიანობის გაფართოებას ხმელეთზე შეუშლის ხელს.