ახალი უსაფრთხოების სისტემები აშშ-ს აეროპორტებში

ახალი უსაფრთხოების სისტემები აშშ-ს აეროპორტებში

სამომავლოდ მუშავდება სისტემა, რომელიც მთლიანი სხეულის სკანირებას მოიცავს.

შეერთებული შტატების ოფიციალური პირების განცხადებით, ისინი მუშაობენ აეროპორტებში შესამოწმებელი უსაფრთხოების სისტემების დანერგვაზე, რომელიც მგზავრებისათვის მინიმალურად შექმნის შემოწმების უხერხულობას. ამავდროულად მაქსიმალურად დაიცავს საჰარეო მგზავრობის უსაფრთხოებას.

ამის შესახებ კვირას, ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჯონ პისტოლმა განაცხადა, რომ მუშავდება სისტემა , რომელიც მოიცავს მთლიანის სხეულის სკანირებას და შესაძლოა ამაში ჩართული იყოს ხელით შემოწმების პროცედურებიც.