ორ კორეულ სახელმწიფოს შორის დაძაბულობის ექსკალაცია აქვს ადგილი

ორ კორეულ სახელმწიფოს შორის დაძაბულობის ექსკალაცია აქვს ადგილი

ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ პროვოცირების შემთხვევაში იგი მზად არის ბირთვული იარაღი გამოიყენოს. როგორც ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებულ ძალთა მინისტრმა კიმ იონგ ჩუნმა განაცხადა სამხრეთ კორეა განზრახ ძაბავს მდგომარეობას, რათა ომი დაიწყოს. სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ლი მუნგ ბაკი სასაზღვრო რაიონში სამხედრო ბაზას ეწვია. მან სიტყვით მიმართა ჯარისკაცებ და აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეამ ჩრდილოთ კორეის შეტავაზე ძლიერი კონტრშეტევით უნდა უპასუხოს. სამხრეთ კორეამ მისი სამხერო ძალების მანევრები ჩაატარა სასაზღვრო რაიონში. ყოფილი ამერიკელი დიპლომატი ბილ რიჩარდსონი ახლახანს დაბრუნდა ჩრდილოეთ კორეიდან. მან როგორც მან აღნიშნა ამერიკის ხმასთან საუბარში მდგომარეობა ისე დაძაბული, რომ საჭიროა აქტიური დიპლომატიური ძალისხმევა სიტუაციის გამოსწორებისთვის. მან შექმნილი მდგომარეობა დენთის კასრს შეადარა.