აშშ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ახალ ცენტრს ქმნის

დაზვერვის სააგენტოს დირექტორის ლეონ პანეტას განცხადებით, უწყების თანამშრომლების და ექსპერტების მრავალმხრივი და ერთობლივი მუშაობის შედეგად დაზვერვა უფრო ეფექტური გახდება.

შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს განცხადებით, საშიში იარაღის და ტექნოლოგიების გავრცელების აღსაკვეთად ახალი ცენტრი შეიქმნება. სადაზვერვო სააგენტო იუწყება, რომ ახალ ცენტრში სააგენტოს ოპერატიული ოფიცრები და ანალიტიკოსები იმუშავებენ, რათა ამ საკითხზე მუშაობა და ინფორმაციის გაცვლა უფრო ეფექტური გახდეს. დაზვერვის სააგენტოს დირექტორის ლეონ პანეტას განცხადებით, უწყების თანამშრომლების და ექსპერტების მრავალმხრივი და ერთობლივი მუშაობის შედეგად დაზვერვა უფრო ეფექტური გახდება.