საქართველო რუსეთს ტერაქტებში მონაწილეთა დაკავებას სთხოვს

საქართველო რუსეთს ტერაქტებში მონაწილეთა დაკავებას სთხოვს

მიუხედავად ორ სახელმწიფოს შორის არსებული უთანხმოებისა საქართველოს მთავრობამ რუსეთის ფედერაციას მიმართა თხოვნით ტერაქტების გამოძიებაში დახმარება აღმოუჩინოს . ქართული მხარე ითხოვს ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე მყოფი ორი მოქალაქისა და რუსული არმიის მაიორის ევგენი ბორისოვის დაკავებას. მოგეხსენებათ, რომ 4 დეკემბერს საქართველოს შსს-მ დააკავა ექვსკაციანი ჯგუფი, რომელიც სწორედ ევგენი ბორისოვის დავალებებს ასრულებდა. რას ფიქრობენ ექსპერტები ამის თაობაზე? ამ საკითხზე დღეს ჩ ვენი რესპონდენტი, პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე საუბრობს:

-"პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ რუსეთის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე გარკვეული არასტაბილური სიტუაციის შექმნა.ამის ნათელი დადასტურება იყო ის ტერაქტები, რომელიც ახლახანს განხორციელდა თბილისში და გარდა ამისაიყო მცდელობა რომ აფეთქებულიყო სარკინიგზო ხიდი დასავლეთ საქართველოში დაახლოებით ორი თვის წინ. როგორც უკვე ავღნიშნე, რუსეთის მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასუსტება ამ მეთოდების გამოყენებით. რაც შეეხება საქართველოს თხოვნას რუსეთისადმი დახმარება გაუწიოს მას ტერაქტების მონაწილეთა დაკავებაში, ეს კიდევ ერთხელ უვამს ხაზს იმას, რომ მიუხედავად ორ სახელმწიფოს შორის უთანხმოებისა, საქართველოს რეალურად სურს, რომ არსებული პორბლემები იყოს გადაწყვეტილი მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის და ურთიერთთანამშრომლობის გზით. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მომავალში მსგავსი ტერაქტები, ჩემის აუცილებლად კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს ძალოვანი სტრუქტურების მუშაობა. აუცილებელია ასევე უწყებათშორისო კოორდინაცია ძალოვან სტრუქტურებს შორის. ვგულისხმობ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე თავდაცვის სამინისტროს. გარდა ამისა ჩემის აზრით უცილებელია სადაზვერვო, მათ შორის კონტრდაზვერვის გააქტიურება".