ნიუ-იორკში აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის მოლაპარაკება იწყება

ნიუ-იორკში აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის მოლაპარაკება იწყება

ორ ნახევარ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დღეს პირველად ნი უ-იორკში, გაეროში ერთმანეთს ხვდებიან აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის მოთათბირეები.

ამერიკულ დელეგაციას სათავეში უდგას სტივენ ბოსვორთი. ჩრდილოეთ კორეის დელეგაციას ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კიმ კიე გვანი. როგორც ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს ამერიკული მხარის მიზანია დაადგინოს ის თუ რამდენად მონდომებულია ფხენიანი პრაქტიკულად განახორციელოს ის ვალდებულებები, რომლებიც მან 2005 წელს იკისრა ბირთვული პროგრამის შეჩერების თაობაზე.