ბრიტანული ავიახაზები გაიფიცნენ

გაფიცვა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით დაიწყო.

დღეს ბრიტანული ავიახაზების მფრინავები კვლავ გაიფიცნენ.

მეხუთე ტალღა მარტში დაწყებული გაუგებრობის გაგრძელებაა, რომელიც კომპანიასა და თანამშრომლებს შორის ხელფასის მომატების და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით დაიწყო.

პროფკავშირები, რომელშიც ბრიტანული ავიახაზების მფრინავთა 90 პროცენტი შედის, კომპანიისგან გაფიცული თანამშრომლებისთვის ფრენებზე ფასდაკლებების აღდგენას მოითხოვს.

გაუქმებული ფრენების გამო გაფიცვები ბრიტანულ ავიახაზებს უკვე 172 მილიონი დოლარი დაუჯდა.