თეთრ სახლში აშშ-ში ვიზიტად მყოფ მექსიკის პრეზიდენტის ფელიპე კალდერონისა და მისი მეუღლის მარგარიტა ზავალას საპატივცემულოდ ოფციალური ვახსამი გაიმართა. მათ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და ამერკის პირველმა ლეიდიმ მიშელ ობამამ უმასპინძლა. ვახშამს წინ უძღვოდა ოფიციალური მოლაპარაკებები, რომლის დროსაც მხარეებმა იმსჯელეს იმიგრაციისა და ამერკა-მექსიკის საერთო საზღვრის უშიშროების საკითხებზე. ამას გარდა განხილული იყო არიზონის შტატშ მიღებული ახალი კანონი, რომელიც ორივე ლიდერმა როგორც პოტენციურად დისკრიმინაციული ისე შეაფასებს. ამ კანონის თანახმად, რომელიც ძალაში რამოდენიმე კვირაში შედის არზონაში მცხოვრებ ყველა ემიგრანტს სარეგისტრაციო დოკუმენტები სულ უნდა ჰქონდეთ თანდა პოლიციას ეძლევა უფლება ნებისმიერი პირი დაჰკითხოს თუ აქვს იმის ეჭვი, რომ ეს პირი არალეგალური ემიგრანტი.