რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საკმაოდ მძაფრი რეაქცია მოახდინა ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკშენკოს განცხადებაზე, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არ აღიარებას ეხება.ამ თემაზე ჩვენი გადაცემის სტუმარმა, რუსეთის კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა ბატონმა სოსო ცინცაძემ ისაუბრა. მისი თქმით: -" მედვედევმა არა მხოლოდ მძაფრი, არამედ არაკორექტული განცხადებები გააკეთა ლუკაშენკოს მიმართ. მან პირდაპირ უწოდა ლუკაშენკოს უსინდისო, რომ იგი სიტყვის გამტეხია და პარტნიორად არ ვარგა. მედვედევმა ასევე განაცხადა, რომ ლუკაშენკო მიდის უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის გზით და პირდაპირ დაემუქრა, რომ რაც დაემართა უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს იგივე დაემართებოდა ლუკაშენკოს. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს აამოქმედებს იმისათვის, რომ არ დაუშვას ლუკაშენკოს დარჩენა ხელისუფლებაში. "