ჩინეთის მაღაროში აფეთქება მოხდა

ჩინეთის მაღაროში აფეთქება მოხდა

მაშველებმა ხუთი მაღაროელის გვამი ამოტანა მოახერხეს .

ჩინეთის სახელმწიფო მედიის განცხადებით, შანქსის პროვინციაში, მაღაროში აფეთქება მოხდა. ინციდენტის შედეგად დაიღუპა 28 ადამიანი. მათივე თქმით, ქალაქ ჰანჩენგში არსებულ მაღაროში მიწისქვეშა კაბელს ცეცხლი შაბათს საღამოს წაეკიდა , რის გამოც ყველა მაღაროელი დაიღუპა. დღეს მაშველებმა ხუთი მაღაროელის გვამი ამოტანა მოახერხეს .

კიდევ ერთი შემთხვევა განსუს პროვინციაში ქვანახშირის მაღაროში მოხდა, დაიღუპა 13 ადამიანი.

ჩინეთის მაღაროების უსაფრთხოება მსოფლიოში ყველაზე სუსტია, მარტო გასულ წელს 26 ათასი მღაროელი დაიღუპა ქვეყნის სხვადასხვა მაღაროში.